საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, ივნისში ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა, ქლიავი, დიზელი და ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი. გააგრძლეთ კითხვა