Hotsale.ge ფინანსური ბიზნეს ფორუმი 2026-ის პარტნიორი იყო

Hotsale.ge ფინანსური ბიზნეს ფორუმი 2026-ის პარტნიორი იყო

Hotsale.ge ფინანსური ბიზნეს ფორუმი 2026-ის პარტნიორი იყო. კომპანია ფორუმის პარტნიორია დაარსების - 2022 წლიდან და თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.

პარტნიორობის ფარგლებში, Hotsale.ge-მ ღონისძიების სტუმრებს ტრადიციულად საინტერესო საჩუქრები მოუმზადა, რამაც საღამოს სასიამოვნო განწყობა შესძინა.

ღონისძიება მენეჯერთა ასოციაციის და ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია “რაციოს” ორგანიზებით ჩატარდა. “რაციოს” ყოველწლიურმა ფინანსურმა ბიზნეს ფორუმმა, რომელიც წელს AI ტრანსფორმაციას მიეძღვნა, ბიზნესის და ფინანსების 200-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი გააერთიანა.

ბიზნეს ფორუმზე გაიმართა საინტერესო დისკუსიები, ნეთვორქინგი და Business Expo, სადაც კომპანიებმა საკუთარი ინოვაციური სერვისები და პროდუქტები წარადგინეს.

მასშტაბურ ფორუმს 19 ივნისს სასტუმრო “შერატონმა” უმასპინძლა. მას დარგის 200-ზე მეტი პროფესიონალი დაესწრო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საინტერესო მასტერკლასებში, ნეთვორქინგსა და სხვა აქტივობებში.

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა Business Expo, რომელმაც ტექნოლოგიები და ბიზნესი ერთ სივრცეში გააერთიანა.

10-ზე მეტმა კომპანიამ მონაწილეებს საკუთარი სერვისები, ციფრული პროდუქტები და ინოვაციური გადაწყვეტილებები წარუდგინა, სტუმრებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოდან გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და დაემყარებინათ ახალი ბიზნეს კავშირები. Business Expo კიდევ ერთხელ გახდა იდეების, ინოვაციებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის ადგილი.

რაც შეეხება ღონისძიების სახალისო ნაწილსა და Hotsale.ge-ის სიურპრიზებს, შემთხვევითობის პრინციპით გათამაშდა საგზურები საქართველოს სხვადასხვა წამყვან სასტუმროში:

Orbi Hotels

ორბი ჰოტელსი“ საქართველოში მასპინძლობის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია, რომელიც ბათუმში, ბაკურიანსა და თბილისში არსებულ სხვადასხვა კომპლექსებში, ჯამურად 12 ათასზე მეტ სასტუმრო ნომერს მართავს და ყოველწლიურად 1.2 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს.

სასტუმროების ქსელი დამსვენებელთა მაქსიმალურ კომფორტზეა ორიენტირებული და მათ მრავალფეროვან, მოქნილ მომსახურებას სთავაზობს.

ბრენდის პოპულარობას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: გამორჩეული ლოკაციები, თანამედროვე დიზაინის ნომრები პანორამული ხედებით, ყურადღებიანი პერსონალი და სტუმარზე მორგებული გარემო.

Orbi City

ორბი ჰოტელსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომპლექსი Orbi City ბათუმის სწრაფად განვითარებად და ენერგიულ ნაწილში მდებარეობს. სასტუმრო 4 (A,C, D1 და D2) ბლოკისაგან შედგება და ჯამურად 1200-ზე მეტ ნომერსა და 200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. Orbi City ყოველწლიურად 250 000-ზე მეტ მიღებულ სტუმარს მასპინძლობს.

ბევრ უპირატესობას შორის, ტურისტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება სასტუმროს ოთახებიდან გადაშლილი ზღვისა და ქალაქის პანორამული ხედებია. თითოეული ნომერი აღჭურვილია კომფორტული დასვენებისთვის ყველა საჭირო ინვენტარით და კომპლექსში შინაური ცხოველების განთავსებაც კია დაშვებული.

სასტუმრო მომსახურების გარდა, „ორბი ჯგუფი“ სტუმრებს დაუვიწყარ გასტრონომიულ გამოცდილებასაც სთავაზობს. ამის იდეალურ მაგალითს რესტორანი „პანორამა“ წარმოადგენს. „პანორამა“ აჭარაში ყველაზე დიდი სარესტორნე პროექტია, რომელიც ზღვის დონიდან 100 მეტრზე, „ORBI Sea Towers“-შია განთავსებული, სადაც მრავალდონიანი სივრცე, 360-გრადუსიანი ხედები, ღია სამზარეულოები და გამორჩეულად გემრიელი კერძები დაგხვდებათ.

უახლოეს მომავალში იგეგმება „Orbi City Mall“-ის გახსნაც, რომელიც ბათუმში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი იქნება და საერთაშორისოდ ცნობილ ბრენდებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს.

ეკო სოფელი ტყეში • ECO VILLAGE IN THE FOREST

კახეთში, სოფელ გურგენიანის მხრიდან, ლაგოდეხის ნაკრძალთან მდებარე „ეკო სოფელი ტყეში • ECO VILLAGE IN THE FOREST“ დამსვენებლებს წლის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს. ეკომეგობრული კომპლექსი, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მილიონი ლარის ინვესტიციის შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამჟამად სივრცე 20 კოტეჯს, რესტორანს, მარანსა და გასართობ ზონებს აერთიანებს და 60-მდე სტუმრის ერთდროულად მიღება შეუძლია.

კომფორტული კოტეჯები აღჭურვილია ინდივიდუალური აბაზანით, კონდიცირების სისტემითა და აივნით. ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე და ველნეს-ცენტრით სარგებლობა, რომელიც ღია აუზს, ფინურ და ორთქლის საუნებსა და ჯაკუზს მოიცავს.

კომფორტული დასვენების პარალელურად, კომპლექსი იდეალური ადგილია აქტიური ტურიზმის მოყვარულთათვის.

სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ცხენებით გასეირნების სერვისით, მოაწყონ კოცონი ან დაათვალიერონ ახლომდებარე კულტურული ძეგლები (ბოდბე, სიღნაღი). განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ კომპლექსის ტერიტორიიდან იწყება საფეხმავლო ბილიკი გურგენიანის (ნინოსხევის) ჩანჩქერზე ლაშქრობის მსურველებისთვის.

ვიზიტორთა მაქსიმალური მოხერხებულობისთვის ობიექტზე მოქმედებს 24-საათიანი მისაღები, უფასო პარკინგი, ნომერში მომსახურება (Room Service) და ტრანსფერი, ხოლო ჯავშნებისთვის შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას.

ვარძია ჰილსი • VARDZIA HILLS

სამცხე-ჯავახეთში, ვარძიაში მდებარე სასტუმრო ვარძია ჰილსი • VARDZIA HILLS “ იდეალურ გარემოს ქმნის როგორც რომანტიკული და საოჯახო უქმეებისთვის, ისე მეგობრული შეკრებებისთვის. კომპლექსი მოიცავს 6 კომფორტულ ნომერს, სადაც ვიტრაჟული ფანჯრებიდან ბუნებისა და მთების პანორამული ხედები იშლება. სასტუმროს გამორჩეული უპირატესობაა გამწვანებული ეზო, საიდანაც ვარძიის ისტორიული გამოქვაბულები მოჩანს. სივრცე სრულად არის ადაპტირებული სტუმრების მრავალფეროვან ინტერესებზე და აერთიანებს ბარს, ტერასასა და სპეციალურად მოწყობილ დასასვენებელ ზონებს.

თითოეული ნომერი აღჭურვილია მაღალი სტანდარტის საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ინვენტარით, მათ შორის კონდიცირებით, ტელევიზორით, ტელეფონით, უფასო ინტერნეტით (Wi-Fi) და საგარდერობე სივრცით. სტუმრების განკარგულებაშია კომფორტული საწოლები, ხარისხიანი თეთრეული, პირსახოცები, ჩუსტები, თმის საშრობი ფენი და საჭირო ჰიგიენური საშუალებები, ხოლო ნომრებში ყოველდღიურად ხელმისაწვდომია უფასო სასმელი წყალი. ნომრის ღირებულებაში ასევე შედის კონტინენტური საუზმე და უფასო კერძო ავტოსადგომი. სრულყოფილი დასვენებისთვის სასტუმრო ვიზიტორებს სთავაზობს ცხელ აბაზანას (Hot Tub) და ეზოში განთავსებულ ჰამაკებს.

ვარძია ჰილსი • VARDZIA HILLS-ის ეზოში მოწყობილია ფრენბურთის მოედანი, მაგიდის ტენისი და კოცონის ადგილი. გარდა ამისა, კომპლექსის ჩამოედინება მდინარე, სადაც სტუმრებს თევზაობა შეუძლიათ. დამსვენებელთა კომფორტულ კომუნიკაციასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს მიმღების პერსონალი.

R