ავტორი:

"ჩემს ძალებს აღემატება იმის წარმოდგენა, სააკაშვილის დროს რომ "ლამაზების პრეზიდენტო" ემღერა ვინმეს, რა მოხდებოდა" - გვარამია ბადურაშვილის ახალ კლიპზე

"ჩემს ძალებს აღემატება იმის წარმოდგენა, სააკაშვილის დროს რომ "ლამაზების პრეზიდენტო" ემღერა ვინმეს, რა მოხდებოდა" - გვარამია ბადურაშვილის ახალ კლიპზე

ცოტა ხნის წინ ნინი ბადურაშვილი მაყურებლის წინაშე ახალი კლიპით წარსდგა. მან სიმღერა ანსამბლ "შვიდკაცასთან" ერთად ჩაწერა. კლიპის პრემიერა "იუთუბზე" შედგა. კლიპის ავტორი ნინის დედა, ეკა კახიანია, ხოლო სიმღერის ტექსტი ეკუთვნის იეთიმ გურჯს.

სიმღერა, რომელსაც "ლამაზების პრეზიდენტო" ჰქვია, ბოლო დღეებია სოცქსელში განხილვის საგანია. უამრავი ადამიანი მას პოსტით ეხმაურება, მათ შორის არის პოლიტიკოსი ნიკა გვარამია, რომელიც წერს:

"ჩემს ძალებს აღემატება იმის წარმოდგენა, სააკაშვილის დროს რომ "ლამაზების პრეზიდენტო" ემღერა ვინმეს, რა მოხდებოდა. არ გეგონოთ, სისულელეზე მოვცდი. სინამდვილეში, იმაზე ვფიქრობ, როგორ მოახერხეს რუსებმა ის, რომ მაშინ ბუზიდან სპილოს აკეთებდნენ და დღეს - სპილოდან ბუზს" - წერს გვარამია.