თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.
ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილი ხალხი ერთხმად სკანდირებს: „შურისძიება, შურისძიება“.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისმის შეძახილები: „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“.
ხალხის ნაწილს პოსტერები აქვს, წარწერით: „ტრამპ, მკვლელო. ჩვენ მოგკლავთ“.
გუშინ მოსალაში ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა, რომელსაც მისი ვაჟი და ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი არ დასწრებია.
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის ცხედარი მოსალას სალოცავ დარბაზში ორშაბათამდე დარჩება. სამშაბათს ხამენეის ცხედარს ყუმში, ხოლო ოთხშაბათს ერაყში გადაასვენებენ. აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.