ავტორი:

უკრაინის გენშტაბი უარყოფს პუტინის განცხადებას, კონსტანტინოვკას ოკუპაციაზე

უკრაინის გენშტაბი უარყოფს პუტინის განცხადებას, კონსტანტინოვკას ოკუპაციაზე

პუტინის განცხადება კონსტანტინოვკას ოკუპაციის შესახებ სიცრუეა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის, ანდრეი კოვალევის ცნობით, კონსტანტინოვკა უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა.

„3 ივლისს აღნიშნული მიმართულებით მტერმა 11 შტურმი განახორციელა, თუმცა წარმატებისთვის ვერ მიაღწია. სანაცვლოდ, მტერი, უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ აშკარა დეზინფორმაციისა და „ფეიკების“ გავრცელებას მიმართავს“, - განაცხადა კოვალევმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაერთიანებული ძალების ერთ-ერთ დამხმარე პუნქტს ეწვია და განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კონსტანტინოვკა „აიღო“.

„კონსტანტინოვკას გათავისუფლებას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს ქალაქი, როგორც ყველამ ვიცით, დონბასის მთავარი სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრია“, - აღნიშნა პუტინმა.