ავტორი:

"თუ ბავშვი შენ არ გჭირდება, მე გამიჩინე" - ირაკლი ფირცხალავამ 22 წლის ორსული შეყვარებული მიატოვა და ყოფილ ცოლს უბრუნდება: რას წერს რუსული მედია

"თუ ბავშვი შენ არ გჭირდება, მე გამიჩინე" - ირაკლი ფირცხალავამ 22 წლის ორსული შეყვარებული მიატოვა და ყოფილ ცოლს უბრუნდება: რას წერს რუსული მედია

ცოტა ხნის წინ რუსმა მოდელმა, 22 წლის ეკატერინა (კატია) ლუკიანოვამ, რომელსაც მანამდე რეპერ ტიმატისთან რომანს მიაწერდნენ, საზოგადოებას მოულოდნელი საიდუმლო გაუმჟღავნა. მან აღიარა, რომ ფარულად ხვდებოდა პოპულარულ მომღერალ, ირაკლი ფირცხალავას, და ახლა მისგან შვილს ელოდება.

აღსანიშნავია, რომ შემსრულებელი 48 წლისაა, ხოლო მოდელი - 22-ის. მიუხედავად მათ შორის არსებული 26-წლიანი ასაკობრივი სხვაობისა, წყვილს ურთიერთობის დაწყებაში ხელი არ შუეშლია. თუმცა, ეს ფარული რომანი მალევე დასრულდა მძიმე განშორებით, რისი მიზეზიც მუსიკოსის მხრიდან ღალატი და ორსული პარტნიორის მიმართ გამოჩენილი სრული გულგრილობა გახდა.

ღალატი თანაგრძნობის ნაცვლად

კატია ლუკიანოვას განცხადებით, მიმდინარე წლის 25 მაისიდან მის ცხოვრებაში მძიმე ეტაპი დაიწყო. ორსულობის გართულების გამო მას მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდებოდა, გოგონა იხსენებს, რომ ის გონებას ხშირად კარგავდა, რის გამოც, სასწრაფო დახმარების ბრიგადა დღეში რამდენჯერმე აკითხავდა. საავადმყოფოში ხშირად უწევდა დარჩენა გადასხმების გამო.

სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც მოდელს გვერდით დგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ირაკლი ფირცხალავამ საკუთარ კარიერასა და გართობას უთმობდა დროს. მეტიც, კატიამ შეყვარებულის ღალატის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, რომელმაც ერთ-ერთი წვეულებიდან ვიდეო გამოუგზავნა. კადრებში ნათლად ჩანდა, როგორ ეხვეოდა და კოცნიდა მომღერალი სხვა ქალს, მაშინ როცა მისი ორსული პარტნიორი სახლში მძიმე მდგომარეობაში იწვა.

საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად, მოდელმა სოციალურ ქსელში ფირცხალავასთან კოცნის ფოტოც კი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ამ დრამის საჯაროდ გამოტანა მისთვის ძალიან რთული, თუმცა აუცილებელი ნაბიჯი იყო.

მუსიკოსის ცინიკური მიმოწერა

აღშფოთებულმა ლუკიანოვამ საზოგადოებას ირაკლისთან მიმოწერა გაუზიარა, საიდანაც ჩანს, რომ არტისტი გოგონას ტანჯვას სრულიად გულგრილად ხვდებოდა. როდესაც კატია საავადმყოფოდან გადასხმის სისტემის ქვეშ მწოლიარე ვიდეოებს უგზავნიდა, ფირცხალავა მას ასე პასუხობდა:

"თუ ბავშვი შენ არ გჭირდება, მე გამიჩინე. მერე კიდევ მადლობას მეტყვი, ასეთი ლამაზი და ნიჭიერი გოგო რომ მოევლინა ქვეყანას. მასიკ, ეგ ქალის ხვედრია - ჩემი გვერდით ყოფნაც კი ვერაფრით შეგიმსუბუქებს მაგ მდგომარეობას. ეგ ხომ შენი ორგანიზმის შიდა პროცესია? მე რომ შენ გვერდით ვიჯდე, მაინც შენ ერთს გეტკინება და ცუდად იქნები“.

კატია თავიდანვე სწერდა მომღერალს, რომ ეს ორსულობა და შექმნილი სიტუაცია არცერთ მათგანს არ სჭირდებოდა, თუმცა ირაკლის ამ ხმაურიან სკანდალზე საჯარო რეაგირება ჯერ არ მოუხდენია. მოდელი კი, რომელიც საზოგადოებამ ტიმატისთან შესაძლო კავშირით გაიცნო, ახლა მომავალი დედობის წინაშე სრულიად მარტო დარჩა.

დაბრუნება ყოფილ ცოლთან: სიყვარული თუ პიარი?

სანამ ახალგაზრდა მოდელი მარტოობასა და ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის, მისი მომავალი შვილის მამა გეგმებს ყოფილ მეუღლესთან, ელენა გრებენშჩიკოვასთან ერთად აწყობს. ირაკლისა და ელენას ქორწინებიდან ორი ვაჟი - ილია და ალექსანდრე ჰყავთ. განქორწინებიდან 12 წლის განმავლობაში მათ შვილების გამო თბილი, დიპლომატიური ურთიერთობა შეინარჩუნეს, თუმცა ცოტა ხნის წინ მუსიკოსმა აღიარა, რომ ამ ხნის განმავლობაში სხვა ბევრი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ელენასნაირად არავინ ჰყვარებია და ოჯახის აღდგენა სურს.

როგორც ირკვევა, თავად ელენამაც გადადგა პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ, რადგან გაუჭირდა იმის ყურება, თუ როგორ ხვდებოდა მისი ყოფილი ქმარი სხვა ქალებს. მისი თქმით, მუსიკოსი შეიცვალა, უფრო რბილი და დაბრძენებული გახდა. წყვილმა გრძნობების გამოცდა რეალითი შოუში - „ფსონი სიყვარულზე“ მონაწილეობით გადაწყვიტა. თუმცა, ამ მოვლენების ფონზე, საზოგადოებასა და მაყურებლებში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ირაკლის მხრიდან ძველი გრძნობების აფიშირება და ეკრანზე გამოჩენა შესაძლოა მხოლოდ ბანალური პიარ-სვლა იყოს საკუთარი პოპულარობის დასაბრუნებლად.