ავტორი:

ტრაგედია სოხუმში - 13 წლის დავით გაბისონია ზღვაში დაიხრჩო

ტრაგედია სოხუმში - 13 წლის დავით გაბისონია ზღვაში დაიხრჩო

3 ივლისს სოხუმში, მაიაკის რაიონში, 13 წლის დავით გაბისონია ზღვაში დაიხრჩო.

  • აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება დაახლოებით 17:50 საათზე შევიდა. დამსვენებლებმა ნაპირზე მოზარდის ნივთები შენიშნეს, თავად ბიჭი კი დიდი ხნის განმავლობაში აღარ გამოჩენილა.

ადგილზე მალევე გამოცხადდნენ მაშველები და მყვინთავები. წყალქვეშა ძებნის შედეგად მოზარდის ცხედარი იპოვეს — ექიმების თქმით, მას სიცოცხლის ნიშნები აღარ აღენიშნებოდა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.