თბილისში სითბური ტალღები შესაძლოა, გაძლიერებული იყოს, რადგან ისეთი განაშენიანება გვაქვს, რომ ქალაქში განიავება ნაკლებად ხდება - დედაქალაქისთვის არამარტო ეს, არამედ შემდეგ წლებშიც ზაფხული იქნება რთული“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა.
"თბილისში სითბური ტალღები შესაძლოა, გაძლიერებული იყოს, რადგან ისეთი განაშენიანება გვაქვს, რომ ქალაქში განიავება ნაკლებად ხდება. თბილისში არის საკმაოდ მაღალსართულიანი შენობები, რომელიც აგრეთვე ბარიერს წარმოადგენს სითბური ტალღებისთვის და იწვევს კონცენტრაციას. ამასთანავე, რატომღაც ძალიან გვიყვარს შემინული შენობები, რაც პრობლემურია სიცხეების დროს, რადგან ამ შენობების გაგრილება ყოველთვის უფრო რთულია და ბევრ ელექტროენერგიასაც მოითხოვს გასაგრილებლად. ვვარაუდობთ, რომ თბილისისთვის არამარტო ეს, არამედ შემდეგ წლებშიც ზაფხული იქნება რთული...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: