ყველანი ხამენეის დაკრძალვაზე არიან, ერთი გასროლა და ყველას მოკვლა შეგვიძლია, მაგრამ ამას არ ვიზამთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ირანელები "შეთანხმებისთვის ემუდარებიან”, მაგრამ ორივე მხარემ მოლაპარაკებებისგან ერთკვირიანი შესვენების აღება გადაწყვიტა, სანამ ხამენეის დაკრძალვის ღონისძიებები არ დასრულდება.
ამ დროის განმავლობაში, ტრამპის თქმით, არც ერთი მხარე არ გაისვრის.
"შესაძლოა ეს ყალბი ცრემლებია,” - განაცხადა ტრამპმა.