ავტორი:

აფეთქება ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში - დაშავებულია 4 ადამიანი

აფეთქება ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში - დაშავებულია 4 ადამიანი

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 პირია დაშავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.