ვენესუელელ ბიჭს, რომელმაც მშობლები და უფროსი ძმა დამანგრეველი მიწისძვრის დროს დაკარგა, მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა - კრიშტიანუ რონალდუს სტიკერი. თუმცა ბიჭუნამ ბევრად მეტი მიღო.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბავშვისთვის ვიდეო მიმართვა ჩაწერა და თამაშზე, უშუალოდ მოედანზე მიიწვია.
"გამარჯობა ანდრეს, როგორ ხარ? ამ ვიდეოს იმისთვის ვიღებ, რომ ჩახუტება გამოგიგზავნო. ვიცი, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარი ხარ. როგორც კი თავს უკეთ იგრძნობ, მინდა, ჩემი ერთ-ერთი მატჩის სანახავად დაგპატიჟო. გამიხარდება შენი ნახვა. წარმატებებს გისურვებ, მეგობარო“, - ამბობს რონალდუ ვიდეო მიმართვაში.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში კლინიკიდან გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბიჭუნა ამბობდა, რომ რონალდუს სტიკერი სურდა. მისმა ვიდეომ გულგრილი არავინ დატოვა და როგორც ჩანს ლეგენდარულ პორტუგალიელამდეც მიაღწია.
ვიდეოს გარდა, რონალდუმ ბიჭს საჩუქრებიც გაუგზავნა. მათ შორის მაისური, თავისი ხელმოწერით.