ავტორი:

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას სამი ვაჟი დაესწრო - თუმცა მისი მემკვიდრე მოჯთაბა არ გამოჩენილა

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას სამი ვაჟი დაესწრო - თუმცა მისი მემკვიდრე მოჯთაბა არ გამოჩენილა

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, დაკრძალვის ცერემონიაზე მისი სამი ვაჟი გამოჩნდა, თუმცა არა მისი მემკვიდრე.

  • Reuters-ის ინფორმაციით, სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, როგორ ლოცულობდა ხამენეის სამი ვაჟი - მოსტაფა, მეისამი და მასუდი თეირანის იმამ ხომეინის დიდი მოსალას უზარმაზარ ეზოში დასვენებული კუბოების უკან. თუმცა, კადრებში არ გამოჩენილა ირანის ახალი უზენაესი ლიდერი - მოჯტაბა.

Reuters-ი წერს, რომ 28 თებერვალს აშშ - სა და ისრაელის მიერ ირანში განხორციელებული დარტყმების შემდეგ მოჯტაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა და არც მისი ფოტო გამოქვეყნებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მძიმედ დაიჭრა 28 თებერვალს მომხდარი თავდასხმის დროს, რომლის დროსაც მისი მამა და ოჯახის სხვა წევრები დაიღუპნენ. Reuters-ს მოჯტაბა ხამენეის ახლო გარემოცვის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მას სახე დასახიჩრებული აქვს და ერთი ან ორივე ფეხი მნიშვნელოვნად აქვს დაზიანებული.

ირანში ყოფილი უზენაესი ლიდერის დაკრძალვის ცერემონია გრძელდება.

ორშაბათს, თეირანის ცენტრში მასშტაბური მსვლელობა გაიმართება, რის შემდეგაც აიათოლა ალი ხამენეის ცხედარს ყუმის სასულიერო სემინარიაში გადაისვენებს, რომელიც ირანის შიიტური იერარქიის ცენტრია, იქიდან კი ოთხშაბათს ერაყში გადაასვენებენ შიიტების წმინდა სალოცავ ქალაქებში, ნაჯაფსა და კერბალაში. ხუთშაბათს აიათოლა ალი ხამენეის ცხედარს ირანში დააბრუნებენ და ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.