ავტორი:

თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში ხანძარია

თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში ხანძარია

თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ხმელი ბალახი იწვის.

მათივე ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.