სპეციალური სამხედრო ოპერაცია ნამდვილი ომივით მიმდინარეობს, რადგან კიევს მხარს უჭერენ ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და ვაშინგტონი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, ევროკავშირი თანდათან სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად იქცევა და ეს ფაქტორი უკრაინის კონფლიქტში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ფრონტზე გაუარესებული ვითარების გამო გააძლიერეს.
"რადგან ფრონტზე დინამიკა კიევისთვის ყოველდღიურად უარესდება. ჩვენი ჯარები წინ მიიწევენ“, - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაძლიერების მიზეზების შესახებ.