ევროპაში ხანძრები მძვინვარებს, რის გამოც რამდენიმე ქვეყანაში მასობრივი ევაკუაცია და განგაშია გამოცხადებული.

პორტუგალიაში მზარდი ტყის ხანძრების ლოკალიზებისთვის 1000-ზე მეტი მეხანძრე, 380 სატვირთო მანქანა და 8 თვითმფრინავი იყო მობილიზებული. გამანადგურებელმა ხანძარმა 10 000 ჰექტარი მიწა გაანადგურა და ბოლო ცნობებით, 9 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 2-ის ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაშია.
პორტუგალიის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურის 44 გრადუსამდე მატებას ელიან. ამის გამო, ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეულ ტყეებში მისვლა და კონკრეტული ტექნიკის გამოყენება აეკრძალა.

ამავდროულად საბერძნეთში, თესალონიკის მახლობლად, ორეოკასტროში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და სამი გარეუბნის მაცხოვრებლებს ევაკუაციის ბრძანება შეეხოთ. ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.
თესალონიკის მახლობლად კიდევ რამდენიმე სხვა ხანძარი გაჩნდა, მათ შორის ჰალდიკის ნახევარკუნძულზე, რომელიც საკურორტო ცენტრად ითვლება.

რთული დღე ჰქონდათ ესპანეთის მეხანძრეებსაც. კოსტა ბრავასთან ხანძრის გაჩენამ 2000 ჰექტარზე მეტი მიწა გაანადგურა, თუმცა გავრცელებული ცნობით, ხანძარი უკვე სტაბილიზებულია.
განგაში გამოცხადდა ბრიტანეთის თბილ საკურორტო ქალაქებში, ტენერიფესა და გრან კანარიაში მაღალი ტემპერატურის და გამო.
საფრანგეთში, დღეს სამხრეთით მდებარე შვიდი რეგიონი ხანძრების გაჩენის "ძალიან მაღალი რისკის" კატეგორიაში მოხვდა, ესენია: ოდი, დრომი, გარი, ეროლი, პირენე-ორიენტალი, ვოკლუზი და ბუშ-დიუ-რონი.

ექსტრემალური სიცხე დღეს, შუადღიდან სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გავრცელდება და მაქსიმალური ტემპერატურა ლანგედოკ-რუსილონის რეგიონში 40 გრადუსამდე ავა. შაბათს, პირენე-ორიენტალის მთებში ახალი ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ღამით 1000 ჰექტარი მიწა გაანადგურა, კვირას დილით ხანძარი იყო გარდშიც.
წყარო: thesun.co.uk/
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
იხილეთ ასევე: