ავტორი:

ვაზისუბანში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა - “ტვ პირველი“ დაზარალებულს ესაუბრა: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ვაზისუბანში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა - “ტვ პირველი“ დაზარალებულს ესაუბრა: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ვაზისუბანში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეათე სართულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც “ტვ პირველი“ ადგილიდან იტყობინება, ხანძრის ჩასაქრობად დაახლოებით ათზე მეტი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

ადგილობრივების თქმით, იყო ძლიერი დაკვამლიანება. ხანძრის როს ბინაში იმყოფებოდა 2 ოჯახის წევრი - შუახნის ქალბატონი და მამაკაცი.

  • “ტვ პიველის“ თქმით, მამაკაცმა ბინიდან გამოსვლა შეძლო. თუმცა, შუა ხნის ქალს შეზღუდული ჰქონდა გადაადგილება და არსებული ინფორმაციით, ის დაიღუპა.

“ფარდა მოხვდა გაზქურას და ხის მაგიდა დაიწვა. რომ შემოვვარდი, უკვე მაგარი ხანძარი იყო. ვეუბნებოდი გამოდი მეთქი - არ გამოვიდა. კარები შიგნიდან დაკეტა, არ გამიღო. მე მე თვითონ გამოვედი,“ - აცხადებს ბინის მეპატრონე, რომელიც იქ დასთან ერთად ცხოვრობდა.

“ორნი ცხოვრობდნენ, მოხუცი და-ძმა. და გარდაიცვალაო, აე თქვეს. ვერც აქრობენ... გიზგიზებდა მთელი სახლი. დაკვამლიანდა, პირდაპირ სახლში ბავშვები ჰყავთ ის გოგო კიოდა მერე, გვიშველეთ ბავშვებიო...

მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.

იხილეთ ასევე: