ავტორი:

ურეკში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ურეკში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს  - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში დააკავეს.ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.