უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაშავებულია 46 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დარტყმებისა და ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ეპიცენტრი კიევის დარნიცკის და პოდოლსკის რაიონები იყო, ხოლო დაზიანება ასევე დაფიქსირდა ჰოლოსიევსკის და ობოლონსკის რაიონებში. პოდოლსკის რაიონში შენობის მე-5-დან მე-9 სართულამდე ბინები დაინგრა. პოდოლსკის რაიონში დაინგრა ბინები ცხრასართულიანი კორპუსის მე-5-დან მე-9 სართულამდე.
დარნიცკის რაიონში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 25-სართულიანი შენობის მეორედან მეხუთე სართულამდე მდებარე ბინები განადგურდა. რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაიწვა სხვა კომპლექსის 30-სართულიან შენობაში მდებარე ბინებიც.
მაშველების ცნობით, რომ პოდოლსკის რაიონში ცხრასართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის ადგილზე სამუშაოები გრძელდება. მაშველები გადარჩენილებს ეძებენ.