სხვადასხვა გამოცემების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა FIFA-ს სთხოვა გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების წევრის ფოლარინ ბალოგუნის ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას ეხებოდა.
ტრამპმა კი FIFA-ს გადაწყვეტილება მოიწონა.
"მადლობა FIFA-ს, რომ სწორად მოიქეცით და დიდი უსამართლობა გამოასწორეთ!“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ბალოგუნმა საკამათო წითელი ბარათი მიიღო დარღვევისთვის, რის გამოც ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩის დროს ის მოედნიდან გააძევეს.
აქამდე, თუკი მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთელი წითელ ბარათს მიიღებდა, იქ აღარ არსებობდა არანაირი "თუ" და არანაირი "მაგრამ": და ეს საკითხი აღარ ექვემდებარებოდა განხილვას.
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მსგავსი რამ სულ ორჯერ ვნახეთ - ერთი ეს უკანასკნელი შემთხვევაა, ხოლო მეორე,1962 წელს მოხდა, როდესაც ბრაზილიელი გარინჩა ნახევარფინალში ჩილეს წინააღმდეგ თამაშისას მოედნიდან გააძევეს, მაგრამ ფინალში ჩეხოსლოვაკიასთან თამაშის საშუალება მისცეს.