პრინცი ჰარი ამ კვირაში ლონდონს ეწვევა და ვიზიტის ფარგლებში ბუკინგემის სასახლეში დარჩება. ინფორმაცია სასექსის ჰერცოგის პრესსპიკერმა ოფიციალურად დაადასტურა.
ლონდონში ჰარი მარტო გაემგზავრება. მას არ ახლავს მეუღლე, მეგან მარკლი და მათი შვილები - პრინცი არჩი და პრინცესა ლილიბეტი.
თუმცა, არ გამოირიცხება, რომ მეგანი, არჩი და ლილიბეტი კვირის ბოლოს ბირმინგემში ჩავიდნენ და პრინც ჰარის Invictus Games-ის სარეკლამო ღონისძიებებში შეუერთდნენ.
ამ დროისთვის უცნობია, შეხვდება თუ არა პრინცი ჰარი მამას, მეფე ჩარლზ III-ს. ასევე გაურკვეველია, ექნება თუ არა მეფეს შესაძლებლობა, პირადად შეხვდეს თავის შვილიშვილებს - 7 წლის პრინც არჩისა და 5 წლის პრინცესა ლილიბეტს, რომლებიც ოთხი წელია პირადად არ უნახავს.