ავტორი:

პრეზიდენტის სარძლოს ცხოვრება სამოდელო სფეროს მიღმა - ფრანგული შარმი და საერთაშორისო წარმატება: გურამ ყაველაშვილისა და მისი რჩეულის ფოტოები

პრეზიდენტის სარძლოს ცხოვრება სამოდელო სფეროს მიღმა - ფრანგული შარმი და საერთაშორისო წარმატება: გურამ ყაველაშვილისა და მისი რჩეულის ფოტოები

ქართველი მოდელი ლიკუნა სტურუა სოციალურ ქსელში ახალ, თბილ და სახალისო კადრებს აქვეყნებს. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წყვილი - ლიკუნა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვაჟი, გურამ ყაველაშვილი - გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობასა და მოგზაურობის ემოციებს უზიარებენ.

ახალ პოსტში მოდელი საყვარელ მამაკაცს თბილად „Guramchik“-ს უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ გურამ ყაველაშვილმა აქტიური სპორტული კარიერა უკვე დაასრულა და მოედანზე აღარ დგას, ის და ლიკუნა სოციალურ ქსელებში ისევ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წყვილად რჩებიან.

როგორ დაიწყო „ფრანგული შარმის“ მქონე გოგონას წარმატება?

ფართო საზოგადოებამ ლიკუნა სტურუა ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ის ანუკი არეშიძის Resort კოლექციის სახედ მოგვევლინა. თუმცა, მისი საერთაშორისო წარმატება გაცილებით ადრე დაიწყო:

ის ნინო ცქიტიშვილის სააგენტოს, Look Models Management-ს წარმოადგენს. პირველივე კასტინგის შემდეგ ის Armani-ს ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა შვეიცარიაში, რასაც იტალიური Elle Spose-ისა და Elle Japan-ის გარეკანები მოჰყვა.

მოდის პარალელურად, ლიკუნა ვიზუალურ ხელოვნებას მილანის უნივერსიტეტში სწავლობდა. თავად მოდელი აღნიშნავს, რომ მისი კარიერა რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მეგობრისა და კოლეგის, მატილდა გვარლიანის რჩევით თმა მოკლედ შეიჭრა.

ყოველდღიურობა და ინტერესები

ლიკუნა აქტიურია TikTok-ზეც, სადაც ხშირად აღნიშნავს, რომ უცხოეთში ყოფნისას, დახვეწილი და სპეციფიკური გარეგნობის გამო, ადამიანებს ძალიან ხშირად ფრანგი ჰგონიათ.

სამოდელო სფეროსა და კამერების მიღმა, პრეზიდენტის სარძლოს საკმაოდ მშვიდი ჰობი აქვს. ის გატაცებულია კითხვით, ქსოვითა და კერამიკით, რაც მას გადატვირთული რეჟიმისგან დასვენებაში ეხმარება.