აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მას დაურთო წარწერა: "საჭიროა შემაკავებელი ორდერი“. პოსტმა ორ ლიდერს შორის უკვე არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა.

დაპირისპირება ივნისის ბოლოს დაიწყო - ტრამპმა განაცხადა, რომ ჯორჯია მელონი მასთან ფოტოს გადაღებას ითხოვდა, რადგან მისი თქმით, ეს იტალიის პრემიერ-მინისტრის პოპულარობას გაზრდიდა.
მაშინ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ--ს პრეზიდენტმა ასევე დაწერა, რომ მელონის რეიტინგი შემცირდა, რადგან, მისი შეფასებით, მან ამერიკის შეერთებულ შტატებს ზურგი აქცია.
მელონიმ ეს განცხადებები კატეგორიულად უარყო და "უსაფუძვლო“ უწოდა.
სოციალურ ქსელებში ტრამპისა და მელონის დაპირისპირებას იტალიის პრემიერის მხარდამჭერი არაერთი პოსტი მოჰყვა. ამავე დროს, ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ მელონის პარტია "იტალიის ძმები“ კვლავ ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა.