ცნობილმა ინფლუენსერმა და მილიონერმა ბრაიან ჯონსონმა, რომელიც წლებია სიბერესთან ბრძოლის ექსტრემალური მეთოდებითაა დაკავებული, საზოგადოებას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ჯონსონმა აღიარა, რომ მას ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება დაუდგინდა.
ივნისის ბოლოს ჯონსონმა განაცხადა, რომ მას აუტოიმუნური გასტრიტის (AIG) დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარი კუჭის ლორწოვან გარსს უტევს. თავად ინფლუენსერმა ეს მდგომარეობა საკმაოდ ემოციურად აღწერა და აღნიშნა, რომ მისი “კუჭი საკუთარ თავს ჭამს“.


ბრაიან ჯონსონი მსოფლიოში ცნობილია თავისი ამბიციური პროექტით - Project Blueprint, რომელიც 2021 წელს დაიწყო. მისი მიზანია მაქსიმალურად შეანელოს დაბერების პროცესი, რისთვისაც ის ყოველდღიურად 80-ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს იღებს, გადის ექსპერიმენტულ მკურნალობას და იცავს უმკაცრეს ცხოვრების წესს.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინა აუტოიმუნურ გასტრიტს განუკურნებელ, ქრონიკულ დაავადებად მიიჩნევს და მხოლოდ მისი სიმპტომების მართვაზეა ორიენტირებული, ჯონსონი დანებებას არ აპირებს. მას უკვე ჩაუტარდა მრავალჯერადი სამედიცინო სკანირება და რკინის ინფუზია.
“ჩემი გუნდი და მე ვაპირებთ, შევებრძოლოთ ამ დაავადებას. მედიცინა მას განიხილავს, როგორც რაღაცას, რაც უბრალოდ უნდა მართო და არა განკურნო. ჩვენ გვინდა ეს შევცვალოთ“, - აცხადებს ჯონსონი.
მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტის, მულტიომიკისა და დნმ-ის ტექნოლოგიების ეპოქაში არცერთი მდგომარეობა არ უნდა ჩაითვალოს განუკურნებლად მხოლოდ იმიტომ, რომ აქამდე მისი განკურნება ვერავინ შეძლო.
იხილეთ ასევე: