პორტუგალიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, სადაც მეზობელ ესპანეთთან მინიმალური ანგარიშით, 1-0 დამარცხდა. მატჩის ბედი დამატებით დროში მიკელ მერინოს მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.
ეს კრიშტიანუ რონალდუს 27-ე და ბოლო მატჩი იყო პორტუგალიის მაისურით.

ფეხბურთელი შეძახილებით და ტაშით გააცილეს, თუმცა ესპანეთთან მერვედფინალში განცდილ მარცხს კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია.

აღსანიშნავია, რომ მატჩს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელის გადადგომა და ლეგენდარული ფორვარდის მისამართით უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა.
მატჩის დასრულებისთანავე პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა თანამდებობა დატოვა. წასვლის წინ მან მადლობა გადაუხადა რონალდუს და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება და ფიზიკური მომზადება გუნდისთვის შეუცვლელი იყო.
“ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ მას იმისთვის, რაც ამ ჩემპიონატზე სცადა. ის ფეხბურთის ხატია და სამაგალითო ადამიანი, - განაცხადა მან.
მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა - საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი 2006 წელს.
41 წლის კრიშტიანომ ტურნირის ისტორიაში 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
რონალდოს ანგარიშზე 2026 წლის მუნდიალზე 3 გოლია - 2 უზბეკეთთან და 1 პენალტით ხორვატიასთან.
კრიშტიანომ დაწყებული ევრო 2004-დან ეროვნულ გუნდთან ერთად 15 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა - ერთხელ ევროპირველობა, ორჯერ კი ერთა ლიგა მოიგო.