ავტორი:

"ახლოვდება უკრაინის ომის მოგვარება" - რა განაცხადა ტრამპმა პუტინთან და ზელენსკისთან საუბრის შემდეგ

"ახლოვდება უკრაინის ომის მოგვარება" - რა განაცხადა ტრამპმა პუტინთან და ზელენსკისთან საუბრის შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარება „უფრო ახლოსაა, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია“ და რომ ის უკრაინაზე ამ კვირაში თურქეთში, ნატო-ს სამიტზე ისაუბრებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • ტრამპმა ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და მის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შაბათ-კვირას გამართული საუბრის შემდეგ გააკეთა.

სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პოზიცია კონფლიქტის მოგვარების საკითხში უცვლელი რჩება.

თუმცა, Financial Times-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი კონფლიქტს ახლებურად უყურებს, უკრაინის ბოლოდროინდელი წარმატებების გათვალისწინებით.

"ვფიქრობ, რომ ეს ისეთი რამაა, რასაც გაცილებით ვუახლოვდებით, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. და პრეზიდენტ პუტინს სურს, რომ ეს დასრულდეს. ამას ძალიან მტკიცედ გეტყვით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს

მისივე თქმით, პუტინთან „კარგი სატელეფონო საუბარი“ გამართა.