ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ საჯაროდ მოიხადა ბოდიში მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ პოდკასტში ნათქვამი კომენტაროს გამო ის მწვავედ გააკრიტიკეს.
პოდკასტის წამყვანმა, კომიკოსმა ნიკი ოსბორნმა ენტონი ალბანეზეს სახალისო თამაშში მონაწილეობა შესთავაზა და სთხოვა, არჩევანი გაეკეთებინა მომღერალ კაილი მინოუგის, მსახიობ ნიკოლ კიდმანისა და შემსრულებელ რონდა ბურჩმორის შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ალბანეზმა თავდაპირველად აღნიშნა, რომ მხოლოდ ექვსი თვის წინ დაქორწინდა, წამყვანის დაჟინებული თხოვნის შემდეგ არჩევანი კაილი მინოუგზე შეაჩერა.
ამის შემდეგ ოსბორნმა კითხვა კიდევ უფრო გაამწვავა და ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა ეს, რომ მინოუგზე დაქორწინდებოდა, მასთან პაემანზე წავიდოდა და სექსიც ექნებოდა.

“ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი. ის შესანიშნავია,“ - უპასუხა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.
ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის განცხადებებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციური ავსტრალიის ლიბერალური პარტიას სენატორმა, სარა ჰენდერსონმა განაცხადა, რომ ალბანეზის “ვისკით გაჯერებული კომენტარები“ ქალების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდა, საზოგადოებისთვის უხერხული იყო და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის ავტორიტეტს აზიანებდა.
კრიტიკის ფონზე, ალბანეზმა თავისი ოფისის მეშვეობით CNN-თან კომენტარი გააკეთა და ბოდიში მოიხადა.
“ერთმნიშვნელოვნად ბოდიშს ვიხდი ამ კომენტარებისთვის,“ - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.