ავტორი:

სიცილიაში ევროპის უდიდესი აქტიური ვულკანი ამოიფრქვა - შთამბეჭდავი კადრები

სიცილიაში ევროპის უდიდესი აქტიური ვულკანი ამოიფრქვა - შთამბეჭდავი კადრები

იტალიის კუნძულ სიცილიაზე მდებარე ვულკანი ეტნა კვლავ გააქტიურდა. კვირას მომხდარი ამოფრქვევის შედეგად ცაში დიდი რაოდენობით ფერფლი გაიფანტა, რის გამოც კატანიას აეროპორტში ფრენების შეზღუდვა გახდა საჭირო.

აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვულკანური ფერფლის გამო საჰაერო სივრცე დროებით შეიზღუდა.

  • იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) მონაცემებით, ვულკანური აქტივობა კვირას დილით, ეტნას ერთ-ერთი კრატერიდან ფერფლის გამოყოფით დაიწყო. რამდენიმე საათში ამოფრქვევა გაძლიერდა და ფერფლის სვეტი ვულკანის მწვერვალიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

სპეციალისტების პროგნოზით, ფერფლის ღრუბელი უახლოეს საათებში სამხრეთის მიმართულებით გადაადგილებას გააგრძელებს.

ეტნა, რომელიც სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაახლოებით 3300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. მას პერიოდულად ახასიათებს ლავის ნაკადები, ფერფლის ძლიერი გამოყოფა და მწვერვალზე აფეთქებები.

მიუხედავად იმისა, რომ ეტნას ამოფრქვევები ხშირად ხდება, მისი აქტივობა მუდმივად კონტროლდება, რადგან ვულკანური ფერფლი საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე საჰაერო მიმოსვლას.

წყარო