ბალტიის ქვეყნები ცეცხლს ეთამაშებიან, როდესაც თავიანთი ტერიტორიების რუსეთის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისთვის გამოყენების შესაძლებლობას იძლევიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
გალუზინმა გუშინ აღნიშნა, რომ მოსკოვი ზედმიწევნით აღრიცხავს იმ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ პროვოკაციების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება, ასევე იმ ადგილებს, საიდანაც რუსეთის ობიექტების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება ხდება, მათი წარმოებისა და საბოლოო აწყობის ადგილებს - მიუხედავად იმისა, თუ რომელი იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან ისინი.