ავტორი:

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელები აშენდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელები აშენდება

მთავრობა, ქვეყნის მასშტაბით, არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელების) მშენებლობა/ მოწყობას გეგმავს.

შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

  • ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს რეგიონული დაგეგმვის პრინციპების დაცვით შერჩეულ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების მშენებლობა/მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმა და გატარება.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ 2030 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს 4 რეგიონული ობიექტისა და თანმხლები ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის კომპლექსის მშენებლობა/ მოწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგვა და გატარება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ნაგავსაყრელები უნდა მოეწყოს შემდეგი საპროექტო ზონების დაცვით: კახეთი, შიდა ქართლი - მცხეთა - მთიანეთი, იმერეთი-რაჭა-ლეჩუმი-ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.