დრონების საფრთხე გამოცხადდა ოკუპირებულ აფხაზეთში - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი
ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა, - ინფორმაციას რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საჰაერო თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე ქვედანაყოფები საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ“, - აცხადებენ ე.წ. „სამინისტროში“.
„უწყებამ“ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა.