"სომხეთის შუა საუკუნეების ამბერდის ციხესიმაგრეში არქეოლოგებმა მნიშვნელოვანი ექსპონატები აღმოაჩინეს, მათ შორის განსაკუთრებული ღირებულებისაა კავკასიის გავლენიანი მმართველის, თამარ მეფის მონეტა...", - სომხეთის მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ათასობით მომხმარებლის გამოხმაურება მოჰყვა.
- ქალბატონო მაია, ერთ-ერთი საუკეთესო ნუმიზმატი ბრძანდებით, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მონეტების "მოგზაურობასაც" იცნობს. როგორ შეიძლება მოხვედრილიყო თამარ მეფის დროინდელი მონეტა ამბერდის ციხესიმაგრეში, როდესაც სომხებს საკუთარი მონეტა ჰქონდათ?
- ამ პერიოდის ქართული მონეტები (და არა მხოლოდ ამ პერიოდის) მთელ კავკასიაშია ნაპოვნი, რაც კავკასიურ ეკონომიკაში მის დომინანტურ როლს ადასტურებს. სომხეთის ამბერდის ციხესიმაგრეშიც მისი პოვნა არ არის გასაკვირი. მონეტების აღმოჩენა თავისთავად არა მხოლოდ სავაჭრო, არამედ პოლიტიკურ და ადამიანურ ურთიერთობებზეც მეტყველებს, რაც სომხეთთან ყოველთვის მჭიდრო იყო. თუმცა მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესია აღმოჩენის კონტექსტიც - არეალი, რომელშიც ის აღმოჩნდა, მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა, მოგვითხრობს, თუ რა აკავშირებდა ამ ციხესიმაგრესთან საქართველოს. ამბერდის ციხე უნიკალური ნაგებობაა, რომელიც ზღვის დონიდან 2300 მეტრზე დგას და თავის დროზე სომხეთის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ-თავდაცვითი ძეგლი იყო. თამარის დროს კი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეების: ზაქარია და ივანე მხარგრძელების ხელში გადავიდა და ასე დარჩა ათეული წლების განმავლობაში, ვიდრე მონღოლები დაარბევდნენ...
მხარგრძელები ქართული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. რაც შეეხება ამბერდის ციხესიმაგრეს, ამ მართლაც უნიკალური კომპლექსის მშენებლობა სომხებმა VII საუკუნეში დაიწყეს და დიდი თავდაცვითი და სტრატეგიული მნიშვნელობაც მიენიჭა...განაგრძეთ კითხვა