დამასკოში, სადაც ვიზიტით ემანუელ მაკრონი იმყოფება, აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელისეის სასახლის ცნობით, მაკრონი სასტუმროში არ იმყოფებოდა და აფეთქების ხმა არ გაუგია.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონმა სირიის პრეზიდენტთან აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრის მიზნით სასტუმრო აფეთქებამდე დატოვა.
მოგვიანებით, სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ემანუელ მაკრონი და აჰმედ ალ-შარაა ერთმანეთს სირიის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიაში გუშინ ჩავიდა.