ავტორი:

დღის ფოტო: ხელჩაკიდებული ერდოღანი და მარკ რუტე ნატო-ს სამიტზე

დღის ფოტო: ხელჩაკიდებული ერდოღანი და მარკ რუტე ნატო-ს სამიტზე

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ანკარაში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე ხელჩაკიდებულები დააფიქსირეს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულმა ფოტომ საერთაშორისო მედიისა და საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა.

ანალიტიკოსების ნაწილმა ეს კადრი სიმბოლურ სიგნალად შეაფასა, რომელიც მხარეებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თურქეთის მზარდ, სულ უფრო მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს.

მოელიან რომ, სამიტის ფარგლებში, ანკარა საკვანძო როლს შეასრულებს რეგიონულ უსაფრთხოებაზე, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებასა და ნატო-ს წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებზე მსჯელობისას.

წყარო