საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ (EB) მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის (ROC) საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა, რაც აღნიშნული კომიტეტის საქმიანობის დროებით შეჩერებას გულისხმობდა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებული იქნა IOC-ის იურიდიულ საკითხთა კომისიის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი აღარ მოიცავს უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (NOC) იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არსებულ არცერთ რეგიონულ სპორტულ ორგანიზაციას.
"გარდა ამისა, რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ის არ ახორციელებს და არც აპირებს რაიმე სახის საქმიანობას ამ ტერიტორიებზე. IOC-ის აღმასრულებელი საბჭო გააგრძელებს ამ ტერიტორიებზე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნებისმიერი საქმიანობის სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ნებისმიერი დამატებითი ზომა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.