თბილისში, გია ჭანტურიას ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
-
როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა გახდა ავტომობილის აალების მიზეზი, ეს ამ ეტაპზე უცნობია.