რუსეთის ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული დრონის დარტყმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თქმით, ქარხნის მუშაობის შეჩერება, რომელიც რუსეთში ბენზინის ყველაზე დიდი მწარმოებელია, სავარაუდოდ, მთელ ქვეყანაში გაამწვავებს საწვავის დეფიციტს.
"ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტები ორშაბათს თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ქარხნის თანამშრომლები არ დაშავებულან.
ახლა დაზიანებების შეფასება მიმდინარეობს, შესაბამისმა სამსახურებმა აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება მოახდინეს“, - განაცხადა ციმბირში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ანატოლი სერიშევმა.