ეგვიპტე-ერგენტინა - მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ალბათ საუკეთესო მატჩი იყო. ამ მატჩში ყველაფერი იყო - პენალტის მოგერიება, გაუქმებული გოლი, წითელი ბარათი და საოცარი ქამბექი.
- ეგვიპტეს შანსი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი ეჩვენებინა. მთელ მატჩს 2-0-ს იგებდა, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე 12 წუთი იყო დარჩენილი, როცა არგენტინელებმა თამაშის შემორიალება დაიწყეს, საბოლოოდ, 3 გოლის გატანა შეძლეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ..
კრისტიან რომერომ 79-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ეგვიპტეს მხოლოდ დაცვა და მატჩის ბოლომდე გაძლება სჭირდებოდა. თუმცა ოთხ წუთში, როცა კაპიტანმა ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა - 2:2. ეგვიპტელები პანიკაში ჩავარდნენ.
დამატებითი დროის მეორე წუთზე ენცო ფერნანდესმა თავური დარტყმით არგენტინის საოცარი "ქამბექი" დაასრულა.
- ეგვიპტე განადგურებული იყო და ამასთან ერთად, უკიდურესად გაბრაზებული. ვიდეოასისტენტმა (VAR) გააუქმა მუსტაფა ზიკოს გოლი, მსაჯებმა დაადგინეს, რომ შეტევის დასაწყისში ნახევარმცველმა მარვან ატიამ ლისანდრო მარტინესს ფეხი ოდნავ დააბიჯა და ამიტომ დარღვევა დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ეგვიპტე 1:0-ს იგებდა.
ეგვიპტელები ასევე დარწმუნებულები იყვნენ, რომ არგენტინის საჯარიმოში მოჰამედ სალაჰი წააქციეს - რამდენიმე წამით ადრე, სანამ მოქმედმა ჩემპიონებმა გამარჯვების მომტანი შეტევა დაიწყეს.
როდესაც ფრანგმა მსაჯმა ფრანსუა ლეტექსიემ საბოლოო სასტვენი მისცა, ეგვიპტის ბევრი ფეხბურთელი მოედანზე დაეცა - ისინი მომხდარს ვერ იჯერებდნენ.
მატჩის შემდეგ ემოციურ ინტერვიუში ეგვიპტის მთავარმა მწვრთნელმა ჰოსამ ჰასანმა განაცხადა, რომ მის გუნდს "უსამართლოდ მოექცნენ“ და "უსამართლობის მსხვერპლი გახდა“.
"იყო ბევრი საკითხი, რომელიც როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა კითხვის ნიშნებს აჩენს. შესაძლოა, მათ სურდათ, რომ მსოფლიო ჩემპიონი ტურნირზე დარჩენილიყო. შესაძლოა, მათ სურდათ, რომ მესის გაეგრძელებინა ბრძოლა. მსოფლიო ჩემპიონმა ყველა დონეზე მიიღო მხარდაჭერა. როგორც ჩანს, არგენტინის მხრიდან არსებობდა ზეწოლა ამ შედეგის მისაღწევად", - თქვა ეგვიპტის მთავარმა წვრთნელმა.