ავტორი:

"ვაგრძელებთ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა, უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწვდის ან ჯარს არ გაუგზავნის" - მადიარი

"ვაგრძელებთ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა, უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწვდის ან ჯარს არ გაუგზავნის" - მადიარი

უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი სასტიკი აგრესორია. უკრაინას უფლება აქვს დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ვაგრძელებთ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. თუმცა, როგორც ადრე არაერთხელ მითქვამს, უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწვდის ან ჯარს არ გაუგზავნის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა ანკარაში ჟურნალისტებს განუცხადა.

"უნგრელებს სჯერათ ნატო-ს ძლიერებისა და ერთიანობის. ერთიანი ნატო ჩვენს საერთო ინტერესებშია. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უნგრეთი კვლავ საიმედო მოკავშირედ ვაქციოთ. უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და 2035 წლისთვის მშპ-ს 5%-ს მივაღწევთ.

ნება მომეცით, უნგრეთის მთავრობის სახელით მკაფიოდ განვაცხადო, რომ უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი სასტიკი აგრესორია. უკრაინას უფლება აქვს დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ვაგრძელებთ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. თუმცა, როგორც ადრე არაერთხელ მითქვამს, უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწვდის ან ჯარს არ გაუგზავნის“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

მისი თქმით, გუშინ საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.