ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ეს საინტერესო შეკითხვაა. ვფიქრობ, ის დასრულდა. მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს. ჩემი აზრით, მათთან ურთიერთობა უბრალოდ დროის კარგვაა“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა გუშინ ღამით „ძალიან ძლიერი შეტევა განახორციელეს“.
"მე მათ ვუთხარი, როცა დარტყმას განახორციელებთ, ჩვენ საპასუხოდ დაგარტყამთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი ბინძური მოთამაშეები არიან და ყველას თავს ესხმიან. მე ისინი არ მომწონს. ისინი ბოროტი და ავადმყოფი ადამიანები არიან. ისინი კიბო არიან და იცით, რა უნდა გააკეთოთ? კიბო ადრეულ ეტაპზევე უნდა ამოკვეთოთ“, - განაცხადა ტრამპმა.