ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში საჰაერო დარტყმის შედეგად "ჰამასის“ სპეცდანიშნულების რაზმის, "ნუხბას ძალების“, მეთაურის, მოჰამედ ემად ალრაჰმან აბუ ტაიმას, ლიკვიდაცია განხორციელდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აბუ ტაიმა ღაზაში ისრაელის ჯარებისთვის "უშუალო საფრთხეს“ წარმოადგენდა და ამიტომ ის ზუსტი საჰაერო დარტყმით გაანადგურეს.