9 ივლისს გამომცემლობა „პალიტრა L“ ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში ლაგოდეხს ეწვევა. ტურნეს უმასპინძლებს „ჩემი ევროპული სკოლა“ (9 აპრილის ქუჩა N42), სადაც მთელი დღის განმავლობაში გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და ლიტერატურული პროგრამები, ვორქშოპები და სხვა შემეცნებითი აქტივობები.
„პალიტრა L“ ტრადიციულ საზაფხულო ტურნეს წელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს. პროექტის მთავარი იდეაა, წიგნი თავად მივიდეს მკითხველთან და ზაფხულის სეზონი კითხვის სეზონად აქციოს.
„ზაფხული, შენი საკითხავი სეზონია და ამ სეზონზე შენი გამომცემლობა შენთან მოდის. ზაფხული - აი, ეს არის კითხვის დრო და ჩვენს წიგნებში ყოველი გვერდი ახალი თავგადასავალია. მოემზადე სიახლეებისთვის. საკითხავს ყველგან იპოვი - ვინც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო, შენი საკითხავი მალე შენს ქალაქში მოვა,“ - აცხადებენ „პალიტრა L“-ში.
9 ივლისს წიგნების გამოფენა-გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.
დღის პროგრამა კი შემდეგნაირია:
ტურნეს ფარგლებში „პალიტრა L“ სტუმრებს სპეციალურ აქციებსაც შესთავაზებს:
როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ტურნე საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. ლაგოდეხის შემდეგ „პალიტრა L“ საგარეჯოს, წნორს, გორს, ყაზბეგს, მესტიას, ახალციხეს, ხაშურს, ბაღდათს, წყალტუბოსა და ბათუმს ეწვევა. თითოეული გაჩერების დეტალური პროგრამა ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
R