უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისთვის მოსკოვში ჩასვლა რთულია, რადგან იქ ბევრი უკრაინული დრონია. ამის შესახებ მან ანკარაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პუტინს ვესაუბრე იყო ის, თუ სად ისურვებდა შეხვედრას. მან მითხრა, რომ მოსკოვში იდეალური იქნებოდა. მე ვუთხარი, რომ ეს იდეა უბრალოდ არ მუშაობს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა: „ჩახვიდოდით მოსკოვში?“
„ეს რთულია. იქ ბევრი უკრაინული დრონია“, - უპასუხა ზელენსკიმ.
„ამის დაჯერება ძნელია, არა? ოვალური კაბინეტიდან დღემდე, ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ. შესაძლოა ეს დასაწყისიც კი იყოს“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული დარტყმების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„ეს ესკალაციაა, მაგრამ ესკალაცია, რომელმაც შეიძლება ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს“, - აღნიშნა ტრამპმა.
ასევე, ტრამპის თქმით, შესაძლოა, აშშ-მა ევროპასა და უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიები მისცეს.
„პატარა ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ მათ Patriot-ების წარმოების უფლებას მივცემთ. ვაჩვენებთ, თუ როგორ აწარმოონ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.