ავტორი:

“ჩახვიდოდი მოსკოვში?.. ეს რთულია, იქ ბევრი უკრაინული დრონი დაფრინავს“ - ანკარაში გამართული ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის დეტალები და დიალოგი, რომელიც პოპულარული გახდა

“ჩახვიდოდი მოსკოვში?.. ეს რთულია, იქ ბევრი უკრაინული დრონი დაფრინავს“ - ანკარაში გამართული ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის დეტალები და დიალოგი, რომელიც პოპულარული გახდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისთვის მოსკოვში ჩასვლა რთულია, რადგან იქ ბევრი უკრაინული დრონია. ამის შესახებ მან ანკარაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა.

  • შეხვედრაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესახებ რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის იდეა უარყო.

„ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პუტინს ვესაუბრე იყო ის, თუ სად ისურვებდა შეხვედრას. მან მითხრა, რომ მოსკოვში იდეალური იქნებოდა. მე ვუთხარი, რომ ეს იდეა უბრალოდ არ მუშაობს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა: „ჩახვიდოდით მოსკოვში?“

„ეს რთულია. იქ ბევრი უკრაინული დრონია“, - უპასუხა ზელენსკიმ.

  • დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა.

„ამის დაჯერება ძნელია, არა? ოვალური კაბინეტიდან დღემდე, ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ. შესაძლოა ეს დასაწყისიც კი იყოს“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული დარტყმების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ეს ესკალაციაა, მაგრამ ესკალაცია, რომელმაც შეიძლება ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, შესაძლოა, აშშ-მა ევროპასა და უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიები მისცეს.

„პატარა ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ მათ Patriot-ების წარმოების უფლებას მივცემთ. ვაჩვენებთ, თუ როგორ აწარმოონ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.