ავტორი:

“გვალვა, თბური ტალღები და ძლიერი ნალექი“ - როგორი ამინდები გველის ზაფხულში: გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

“გვალვა, თბური ტალღები და ძლიერი ნალექი“ - როგორი ამინდები გველის ზაფხულში: გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე ზაფხულის პროგნოზის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

  • მისი თქმით, საქართველოში შესაძლებელია 42 გრადუსამდე დათბეს, ხოლო მთიან და მაღალმთიან ზონაში მაქსიმალური ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს.

“საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება, ხოლო ნალექი ნორმაზე ნაკლები და ნორმის ფარგლებში.

ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება დაბლობსა და ბარში 39-42 გრადუსამდე, მთიან ზონაში 37-40 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან ზონაში - 33-37 გრადუსამდე.

ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენები, როგორიც არის გვალვა, თბური ტალღები და ასევე ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ძლიერი ნალექიც,“ - აცხადებს