ავტორი:

ჰუმანოიდი რობოტი “მთელი ცხოვრებისთვის“: ჩინეთმა წარადგინა ბოტები, რომლებიც ნამდვილ ადამიანებს ჰგვანან და ჩვენი მოძრაობების 90%-ს იმეორებენ

ჰუმანოიდი რობოტი “მთელი ცხოვრებისთვის“: ჩინეთმა წარადგინა ბოტები, რომლებიც ნამდვილ ადამიანებს ჰგვანან და ჩვენი მოძრაობების 90%-ს იმეორებენ

ჩინეთმა ახალი თაობის უცნაური “ჰუმანოიდი რობოტები წარადგინა“ რომლებიც “მთელი ცხოვრების განმავლობაში“ ადამიანის კომპანიონობისთვის არის შექმნილი.

ქვეყნის ტექნოლოგიურ ჰაბში“ “შენჟენში“ გამართულ ღონისძიებაზე“ კომპანია “UBTech Robotics“-მა განაცხადა “ რომ მსოფლიოში პირველად“ მასობრივი წარმოებაში“ ულტრარეალისტური ჰუმანოიდი რობოტებს უშვებს.

ანდროიდები სახელწოდებით “Uworld U1“ სპეციალური “ბიომიმეტური კანით“ არიან დაფარული, რომელიც შეხებითა და ვიზუალით ნამდვილი ადამიანის კანს წააგავს. უფრო მეტიც, კომპანია ამტკიცებს რომ სპეციალურად შექმნილი “ხერხემლის“ წყალობით“ რობოტების ადამიანური მოძრაობების 90%-ის გამეორება შეუძლიათ.

მამრობითი და მდედრობითი ვერსიების სიმაღლე 183 და 169 სანტიმეტრია, ხოლო წონით ისინი თავიანთ ადამიანურ ანალოგებზე თითქმის ორჯერ მსუბუქები არიან. ბაზარზე ხელმისაწვდომია როგორც მხოლოდ ტორსის (სხეულის ზედა ნაწილის) საბაზისო ვერსია, ისე ორი მოდელი სხეულის სრული ვერსიით და უფრო მოწინავე ფუნქციებით.

UBTech-ის განცხადებით, ჰუმანოიდ რობოტებზე ფასები 119, 888 იუანიდან იწყება, ხოლო უმაღლესი კლასის მოდელების ღირებულება 990 000 იუანს აღწევს.

ჰუმანოიდი რობოტების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც ქარხნებისა და ინდუსტრიული შრომისთვის იქმნება, U1 ანდროიდების დანიშნულება “მეგზურობა და კომპანიონობაა“. UBTech-ის დამფუძნებელმა, ჟოუ ძიანმა ამას “ადამიანისა და მანქანის სიმბიოზის“ მომავალი ფაზა უწოდა.

იმ მიზნით რომ ადამიანების მიმიკები ზუსტად გადმოსცენ, ბოტებს 88 სერვო-სახსარი, სპეციალიზებული ორღერძიანი ბიომიმეტური კისრის ხერხემალი და თავის არეში განლაგებული კიდევ ათასობით დეტალი გააჩნიათ.

ძიაო ძიჩაომ, UBTech-ის ვიცე-პრეზიდენტმა და ჰუმანოიდური რობოტიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ახალი რობოტების შემუშავებისას ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ სახე წარმოადგენდა.

წყარო