ავტორი:

“ნატო-ს 32-ვე ლიდერმა დაადასტურა უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა - დანამდვილებით ვიცი, რომ პუტინი რთულ მდგომარეობაშია“ - მარკ რუტე

“ნატო-ს 32-ვე ლიდერმა დაადასტურა უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა - დანამდვილებით ვიცი, რომ პუტინი რთულ მდგომარეობაშია“ - მარკ რუტე

“ნატო-ს 32-ვე ლიდერმა დაადასტურა უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ანკარაში ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • „მაშინ როდესაც რუსეთი თავის ომს აგრძელებს, ჩვენ გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინა იმას იღებს, რაც სჭირდება. მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ როგორც მინიმუმ 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას, დახმარებას და წვრთნას მიაწვდიან უკრაინას ამ წელს და ხელახლა შემდეგ წელს, ვინაიდან ვაგრძელებთ მშვიდობისთვის ზეწოლას“, - განაცხადა რუტემ.

მან აღნიშნა, რომ ვინაიდან უკრაინა ბრძოლის ველზე დინამიკას ცვლის, ნატო-ს მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რამ შეიძლება აიძულოს პუტინი შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ ომი, რუტემ განაცხადა: „დიდი ხნის წინ შევწყვიტე იმის ინტერპრეტირება თუ რა ხდება ვლადიმერ პუტინის თავში“.

„რაც დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ პუტინი რთულ მდგომარეობაშია”, - განაცხადა რუტემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, ხოლო პუტინი ყოველთვიურად 30 ათას თავის მოქალაქეს კარგავს, „რაც საშინელი ამბავია“.

„ეს ნიშნავს, რომ 30 ათასამდე, ხანდახან კი თუნდაც 35 ათასი თავისი საკუთარი მებრძოლის გაწირვა შეუძლია ბრძოლის ველზე… ასე რომ, მისი საქმეები არც ისე კარგადაა. ახლა 32-მა ლიდერმა მტკიცე ვალდებულება აიღო გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. ვფიქრობ, რომ ეს სრულიად აქტუალურია და ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა რუტემ.