ავტორი:

“აშშ უკრაინისგან დრონებს შეისყიდის“ - დონალდ ტრამპი

“აშშ უკრაინისგან დრონებს შეისყიდის“ - დონალდ ტრამპი

“აშშ უკრაინისგან დრონებს შეისყიდის“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ

ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს თუ რა მდგომარეობაშია აშშ-სა და უკრაინას შორის დრონების თაობაზე შეთანხმება.

„მათ დრონებს ვიყიდით. ჩვენ შესანიშნავ დრონებს ვაწარმოებთ, მაგრამ მათ ძალიან დიდი რაოდენობით წარმოება შეუძლიათ, რაც უკიდურესად შთამბეჭდავია. გასაკვირია, რომ ომის პირობებში აწარმოებენ მათ. სარდაფებში აკეთებენ მათ”, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, მაისში მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ისა და უკრაინის მთავრობებმა მემორანდუმის პროექტი მოამზადეს, რომელშიც ქვეყნებს შორის შესაძლო ახალი თავდაცვითი შეთანხმების პირობებია ასახული, რომელიც დრონების სფეროს შეეხება.