მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე იქორწინა. ევა ბარბაქაძე ავრცელებს კადრებს კომოს ტბიდან, სადაც წყვილის ულამაზესი ქორწილის ამსახველი კადრები ჩანს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცერემონია ულამაზესი თეთრი ვარდებით იყო გაფორმებული. უცნობია, თუ ვინ ესწრებოდა წყვილის ქორწილს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 8 ივლისი შორენა ბეგაშვილის დაბადების დღეა. როგორც ჩანს, მათ იუბილეს განსაკუთრებული თარიღიც დაამთხვიეს.
რამდენიმე წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ქართველ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული. ურუშაძეს საზოგადოება ნაკლებად იცნობს. როგორც Companyinfo-ზე ვკითხულობთ, რომ ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.
იხილეთ ასევე: