აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მთავარსარდლის ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეამცირონ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისადმი მათ მიერ საფრთხის შექმნის შესაძლებლობა.
შეერთებული შტატები პასუხს აგებინებს ირანს ბოლო დროის გაუმართლებელი აგრესიისთვის კომერციული გემებისა და სამოქალაქო ეკიპაჟების წინააღმდეგ, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საერთაშორისო წყლებში”, - ნათქვამია განცხადებაში.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით იერიშები მიიტანეს საკვანძო ინფრასტრუქტურასა და ობიექტებზე ქუვეითში მდებარე არიფჯანის და ალი ალ-სალემის, ასევე ბაჰრეინში მდებარე ჯუფაირის და შეიხ ისას ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ თუ აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშებს კვლავ განახორციელებს, საპასუხო თავდასხმები რეგიონის სხვა ამერიკულ სამხედრო ბაზებზეც გავრცელდება.
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს:
"ამერიკამ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, რომ დაშინება და დაპირებების დარღვევა შედეგების გარეშე არ ხდება, თუ დაგვარტყამთ, დარტყმას მიიღებთ. უაზროდ ნუ იხრჩობით, თორემ კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირებით: ჰორმუზის სრუტე მხოლოდ „ირანული შეთანხმებებით“ გაიხსნება და არა ამერიკული მუქარით.
"უაზროდ ნუ ფართხალებთ, თორემ კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირებით. ჰორმუზის სრუტე მხოლოდ "ირანის პირობებით“ გაიხსნება და არა ამერიკის მუქარით,“ - განაცხადა ღალიბაფმა.
შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განაახლა.