აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეცდომით განაცხადა, რომ "იაპონიის ისლამურმა რესპუბლიკამ“ რამდენიმე თვის წინ აშშ-ის ავიამზიდს 111 რაკეტა ესროლა".
"ჩვენ გვყავს ავიამზიდი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზიცაა და ერთ-ერთი ყველაზე დიდიც - აბრაამ ლინკოლნი. ეს ისტორია გუშინაც მოვყევი, რამდენიმე თვის წინ, იაპონიის ისლამურმა რესპუბლიკამ მას 111 რაკეტა ესროლა".
პრეზიდენტმა შემდეგ დაამატა, რომ რაკეტები ავიამზიდის მიმართულებით დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაუშვეს, თუმცა ყველა მათგანი წარმატებით იქნა განეიტრალებული.
აშშ და იაპონია თითქმის 75 წელია სამხედრო მოკავშირეები არიან. ორივე ქვეყანამ 1952 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან შვიდი წლის შემდეგ, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. მათ ასევე აქვთ ორმხრივი თავდაცვის შეთანხმება, რომლის ფარგლებში ამჟამად იაპონიაში დაახლოებით 60 000 ამერიკელი სამხედრო არის განთავსებული.